მდებარეობის კოორდინატები
41°54'39.3"N 45°24'20.7"E
დამატებითი ინფორმაცია
Wikipedia
სტატიები
Dzveli (Old) Shuamta Monastery
Სასტუმროს დაჯავშნა
შუამთის სამონასტრო კომპლექსი კახეთის კულტურული მემკვიდრეობის ერთ-ერთი ძეგლია, რომელიც ქრისტიანული რელიგიისა და ევროპული ფასეულობების გადასარჩენად ბრძოლის მრავალ ეპიზოდს ინახავს. გარდა იმისა, რომ სამონასტრო კომპლექსი ციხესიმაგრის ფუნქციას ასრულებდა, იგი წარმოადგენდა ქალთა და ბავშვთა თავშესაფარს, რომელიც მტრისთვის ადვილად მიუწვდომელი იყო. სამონასტრო კომპლექსი მოიცავს: V საუკუნის ბაზილიკას, მცხეთის ჯვრის ტიპის VII საუკუნის გუმბათოვან ეკლესიას და VII საუკუნის პატარა გუმბათოვან ეკლესიას. XVI საუკუნეში ძველი შუამთის მონასტერი დაცარიელდა. მის მახლობლად კახთა მეფის ლევან II-ის (1520-1570) მეუღლემ თინათინ გურიელის ასულმა დააარსა ახალი შუამთა. ახალი შუამთის მთავარი ტაძარი, აგურის ეკლესია გეგმით ჯვარ-გუმბათოვანია, შიგნით მოხატულია და შემორჩენილია დამფუძნებლების პორტრეტები.