მდებარეობის კოორდინატები
41°50'18.9"N 44°43'59.6"E
დამატებითი ინფორმაცია
Wikipedia
სტატიები
Სასტუმროს დაჯავშნა
ქალაქ მცხეთის პირდაპირ, მთაზე არის VI საუკუნის მცხეთის ჯვრის მონასტერი. აქ მტკვარს უერთდება მდინარე არაგვი. მცხეთის ჯვრის ტაძრის სახელწოდების წარმოშობას ისტორიული საფუძველი აქვს.ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადების შემდეგ მეფე მირიან III-მ ქვის კვარცხლბეკზე ხის მაღალი ჯვარი აღმართა. ამ პატარა სამლოცველოს დღეს ჯვრის მცირე ტაძარს ან „მცირე ჯვარს“ უწოდებენ. ტაძარი თავისი მასშტაბებითა და დანაყოფებით ორგანულად ერწყმის მთას და მთელ გარემოს. იგი აღმართულია ოთხკუთხა კვადრატზე. გუმბათის ნახევარსფეროს ცენტრში არის რელიეფური ჯვარი, რომელსაც მხატვრული და კონსტრუქციული დანიშნულება აქვს. ნაგებობა წარმოადგენდა ჯვრის კვარცხლბეკს საკურთხევლის წინ, რომელშიც მოთავსებულია წარწერიანი ქვა, რომელიც ინახება საქართველოს სახელმწიფო მუზეუმში.